კოხრეიძის წინააღმდეგ სასამართლოში უკვე 9 სარჩელი შევიდა

Batumi Daily

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ დღეს სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა. ჯამში, კოხრეიძის სახელს უკვე 9 სარჩელი უკავშირდება. ყველა სარჩელი დაკავშირებულია მის მიერ მიღებულ სადავო გადაწყვეტილებებთან ტელევიზიის მენეჯმენტში. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ჟურნალისტის, მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების საფუძველი მის მიერ ფეისბუქში დაწერილი პოსტი გახდა. კრიტიკული მოსაზრების დაფიქსირებისთვის სამსახურიდან გათავისუფლება კოხრეიძის ხელწერად იქცა მისი დირექტორობის პერიოდში. ფეისბუქზე დაწერილი მოსაზრების გამო კოხრეიძემ ადრე თეონა თურმანიძეც გაათავისუფლა. სხვა ჟურნალისტების თანამდებობები კი ან გააუქმა, ან ჯერ არარსებულ პოზიციაზე გადაიყვანა. თეონა ბაკურიძის, საინფორმაციოს წამყვანის მიმართ კი, ჯერ დისციპლინარული მოკვლევა დაიწყო და შემდეგ გაათავისუფლა, რითაც ჟურნალისტების დიდი ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა. აღსანიშნავია რომ არნიშნული 9 სარჩელიდან არცერთის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, მეტიც - სასამართლოს სხდომები არ ჩაუნიშნავს. #სასამართლო #აჭარის ტელევიზია #კოხრეიძე #batumidaily