ბორჯომში საზაფხულო სეზონი გაიხსნა
Tbilisi Daily
ბორჯომში საზაფხულო სეზონი გაიხსნა.
ადგილობრივი ტურისზმის სტიმულირების მიზნით, ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლის გადასახადი წლის ბოლომდე გაუქმდა. აქამდე პარკის შესასვლელად სტუმრებს 2 ლარის გადახდა უწევდათ, ადგილობრივებისთვის კი უფასო იყო.
ბორჯომის პარკი ვიზიტორებს, დასვენებისა და განტვირთვის გარდა, ბუნებრივი მინერალური წყლისა და უნიკალური ლანდშაფტის გამო ოთხივე სეზონზე იზიდავს.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძემ საქართველოს მოქალაქეებს ბორჯომში დასვენებისკენ მოუწოდა.