იაპონიამ მფრინავი ავტომობილი გამოსცადა
Tbilisi Daily
იაპონიაში, კომპანიაში SkyDrive-ის მიერ შემუშავებული მფრინავი ავტომობილი გამოსცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Lad Bible ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ავტომობილი მხოლოდ ერთ ადამიანს იტევს. მანქანა რამდენიმე საჰაერო ხრახნით არის აღჭურვილი. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ პროექტის მთავარი საზრუნავი უსაფრთხოებაა. ტომორიჰო ფოკუზავას თქმით, პროექტის განხორციელება მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგეგმება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.
ავტომობილი ჰაერში მხოლოდ 5-10 წუთის განმავლობაში ჩერდება, თუმცა კომპანია ფრენის დროის ნახევარ საათამდე გახანგრძლივებას გეგმავს.
მსოფლიოში 100-ზე მეტი მფრინავი მანქანის პროექტიდან, მხოლოდ რამოდენიმემ მიაღწია წარმატებას.