NBA-ში სეზონის სტარტი და დრაფტი გადაიდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა გადაწყვეტილებით წლევანდელი დრაფტი, თავისუფალი აგენტების სატრანსფერო ფანჯარა და ახალი სეზონის სტარტი დათქმულ ვადებში არ განახლდება.​ NBA-ის მესვეურები უკვე შეუთანხმდნენ მოთამაშეთა პროფკავშირების წარმომადგენლებს. პირველად გავრცელებული ინფორმაციით დრაფტი 16 ოქტომბერს, ხოლო თავისუფალი აგენტების სატრანსფერო ფანჯარა 18-ში უნდა ჩატარებულიყო. რაც შეეხება ახალი სეზონის სტარტი აქამდე ცნობილი იყო, რომ პირველდეკემბერს დაიწყებოდა, თუმცა ახალი თარიღები ამ დღისთვის უცნობია.