მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამოყენებული სამხედრო ტექნიკა: უპილოტო საფრენი აპარატი Elbit HERMES 450
Interworld
Elbit HERMES 450 წარმოადგენს ისრაელის მიერ წარმოებულ საშუალო ზომის უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც ხანგრძლივი, ე.წ. ტაქტიკური გამძლეობის მისიებისთვის არის შექმნილი.
მოცემული ტექნიკას შეუჩერებლად 20 საათზე მეტი ხნის მანძილზე აქვს სადაზვერვო, სამეთვალყურეო და საკომუნიკაციო-სარელეო მისიის განხორციელების შესაძლებლობა.
მისი აღჭურვილობა მოიცავს ელექტრო-ოპტიკურ/ინფრაწითელ სენსორებს, საკომუნიკაციო და ელექტრონულ დაზვერვას, ხმელეთზე მოძრავი სამიზნეების მითითებას, ელექტრონულ ომსა და ჰიპერსპექტრულ სენსორებს.
HERMES 450 არის მკვეთრად ავტონომიური და ეფექტური დასახული მისიების შესრულების პროცესში და იგი არ მოითხოვს სიღრმისეულ საპილოტე უნარ-ჩვევებს. მისიის მართვა ხორციელდება HERMES-ის სახმელეთო კონტროლის სისტემის (Ground Control System – GCS) საშუალებით.
HERMES 450-ს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხური დანაყოფების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტში.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #military #interworld