სამეგრელოში კორონავირუსის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა

Zugdidi Daily

სამეგრელო-ზემო სვანეთში 838 პირის ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმეს ახალ კორონავირუსზე. ვირუსი 25-ს დაუდასტუდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათგან 7 ზუგდიდანაა. 1 მოსწავლეა - რეპეტიტორის კონტაქტი, 2 ცხელებით შესული პაციენტია და 4 კი ოქროს ბირჟის კლასტერი. ხობში 2 შემთხვევა დადასტურდა, რომლებიც უკვე გამოვლენილ კონტაქტებს უკავშირდება. სენაკში 6 ახალი შემთხვევაა, ასევე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტია. კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 4 პირს, რომლებიც ოკუპირებული საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან. ერთი შემთხვევა კი საკარანტინე სივრცეში დადასტურდა. ამასთან, ჩხოროწყუში ვირუსი 5 პირს დაუდგინდა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 131-ია. რუხის კლინიკაში 58 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტია მოთავსებული. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 131 მოქალაქე რჩება. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 7093-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3714 პაციენტი. გარდაიცვალა 46 პაციენტი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #სამეგრელო #zugdididaily წყარო: ლაივპრესი / livepress.ge