უკრაინაში კორონავირუსის მსხვერპლმა 10 ათასს გადააჭარბა
Tbilisi Daily
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 12,496 ადამიანს დაუდასტურდა, 256 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 570,153 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 10,112 პაციენტი ემსხვერპლა, 259,079 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.