შატილის ტურში გარდაცვლილის შვილი: ვეხვეწებოდი მამაჩემს არ წახვიდეთქო

Tbilisi Daily

შატილში, საბედისწერო მოგზაურობას, ერთი კომპანიის 6 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. "სისაურის ხინკლის" დირექტორი დავით სისაური და მისი 5 თანამშრომელი ტრაგედიის ადგილზევე დაიღუპნენ. დავით სისაურის შვილი, თეა სისაური ამბობს, რომ კომპანიას პასუხისმგებლობას აკისრებს, რადგან უამინდობის მიუხედავად ტური არ გადადეს. მისი თქმით, ის მამას სთხოვდა არ წასულიყო, თუმცა უშედეგოდ. "თვითმხილველი არავინაა არ ვიცით რა მოხდა. ასეთ ამინდში არ უნდა წასულიყო. თავსხმა წვიმა იყო უნდა გადაედოთ ტური, მაგრამ საღამოს დარეკეს და თქვეს, რომ არ გადადეს. დილით ვეხვეწებოდი მამაჩემს არ წახვიდეთქო, მაგრამ ტურით წავიდა," - აცხადებს გარდაცვლილი დავით სისაურის შვილი თეა სისაური, ტელეკომპანია "მთავართან" ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა, შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.