სად შეძლებენ ზუგდიდში ახალ კორონავირუსზე ტესტირებას?
Zugdidi Daily
ზუგდიდის ცენტრში, სასტუმრო "ოდიშის" ყოფილ შენობაში მოწყობილი მობილური ლაბორატორია, სადაც მოქალაქეებს ახალ კორონავირუსზე ტესტირებას უტარებდნენ, ქალაქგარეთ გადაიტანეს. მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მისი ე.წ. კომბინატის უბანში გადატანა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული სიზუსტით დაცვას ემსახურება. ამავე ცნობით, აქ მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ დისტანციის წესების დაცვით მიიღონ სამედიცინო მომსახურება.
ინფორმაციისთვის, ამ ცენტრში ცხელების ნიშნით მისულ მოქალაქეებს და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს ახალ კორონავირუსზე ბიოლოგიურ ნიმუშებს უღებენ.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#ზუგდიდი
#ახალიამბები
@zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი