აჭარაში კორონავირუსის ასობით ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Batumi Daily

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 489 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 456 პაციენტი, ხოლო კლინიკა 118 - მა პირმა დატოვა. აჭარის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობას 998 პირი აგრძელებს, მათგან მძიმეა 159 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 31 პაციენტი იმყოფება. მთავრობის ცნობით, აჭარის კოვიდსასტუმროებში 1846, ხოლო საკარანტინო სივრცეებში 204 პირია მოთავსებული. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში