მამაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ზუგდიდში შვილმა მამასცემა. 40 წლის ქალი, რომელიც მამას ფიზიკურად გაუსწორდა, ზუგდიდის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმადააკავეს. ის დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება.