შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ღარიბაშვილი პრემიერი გახდება - მდინარაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიმამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუნდში ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარდაჭერა აქვს და ის პრემიერ-მინისტრი გახდება. ''საქართველოს პარლამენტში ღარიბაშვილს მხარდაჭერა გარანტირებულია აქვს. უმრავლესობა, ფრაქცია ''ქართული ოცნება'' იყო შეკრებილი და მივიღეთ გადაწყვეტილება. შესაბამისად შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ღარიბაშვილიპრემიერი გახდება. აქ კითხვის ნიშნები არ არის. ეს არის ფაქტობრივად გადაწყვეტილი, იმიტომ რომშეხვედრაზე დააფიქსირდა სრული მხარდაჭერა. არავის არაფერი დაუბარებია. მე მგონია რომ სპეკულაციურიაიმ ადამიანზე საუბარი, რომელიც პოლიტიკიდან დისტანცირებულია. არა მხოლოდ ჩვენი პარტიისგან და ჩვენგან, არამედ ზოგადად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან დისტანცირებულია. ვერანაირი სპეკულაცია ვერ გადაწონის სიმართლეს, მათ შორის იმას, რომ გუნდმა დღეს ერთხმად გადაწყვიტა, რომ ღარიბაშვილიყოფილიყო კანდიდატი'' - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.