დამტკიცდა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ეს პირობები ჩადებული იყო, დარწმუნებული ვარ რურუასაც გამოუშვებენ
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143563
დამტკიცდა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ეს პირობები ჩადებული იყო და დარწმუნებული ვარ რომ რურუასაც გამოუშვებენ-ასე ეხმაურება, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, პოლიტპატიმრების შეწყალების თაობაზე.
„მე პირადად ველოდი. იმიტომ რომ ეს ყველაზე გონივრული სვლა იქნებოდა ამ შემთხვევაში და ველოდი რა თქმა უნდა. რა რეაქციაც ჰქონდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სხვანაირად არ შეიძლებოდა. გიგიც რომ გამოსაშვები იყო ეგ დადასტურდა და დამტკიცდა ისიც, რომ 8 მარტის შეთანხმებაში ეს პირობები ჩადებული იყო და დარწმუნებული ვარ რომ რურუასაც გამოუშვებენ. თუ უკვე მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს მაშინ დღესვე უნდა გაათავისუფლო,“,-განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.