საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა და 1791 დაინფიცირდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 335-მდე გაიზარდა.
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 791 შემთხვევა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 40 727 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 413-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 25 104.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30923773.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020