ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 6 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია
Tbilisi Daily
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება და რეგიონი წითელი ზონის სტატუსს ინარჩუნებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საზოგადოების თანადგომისა და რეგულაციების მკაცრი დაცვის გარეშე, ჯანდაცვის სისტემას კორონავირუსის გავრცელების ლოკალიზება გაუჭირდება.
რეგიონის მასშტაბით, სტაციონარებში 515 პაციენტია მოთავსებული. ამ დროის მონაცემებით კი, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებას 11 კოვიდინფიცირებული დაემატა, მათ შორის 24 რეანიმაციულ განყოფილებაშია და 6 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 299 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.