საკოორდინაციო შტაბის სხდომა აჭარაში
Batumi Daily
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გუშინ, 19 ოქტომბერს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის წევრებთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.
სხდომაზე რეგიონში დღეისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს. აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკას დაემატა 15 რეანიმაციული საწოლი კოვიდ პაციენტებისთვის.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვა რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან და ასევე, სასწავლო პროცესთან მიმართებაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
##batumidaily
##აჭარა
##ბათუმი
##ახალიამბებიაჭარაში
##კოვიდვითარებააჭარაში
##კორონავირუსი