მონიტორინგი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სავაჭრო ობიექტებში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

სავაჭრო ობიექტებზე,მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშუტო ტაქსებზე მონიტორინგი მკაცრდება. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ობიექტების შემოწმება დაიწყო თუ რამდენად იცავენ კოვიდ 19-ის პრევენციისთვის წესებს. შემოწმდა 24 ობიექტი,მეპატრონეებს გაფრთხილება მიეცათ. რაც შეეხება ქობულეთს აქ, პირბადის ტარების წესის დარღვევების გამო საპატრულო პოლიციამ 20-20 ლარით დააჯარიმა საქალაქთაშორისო და ადგილობრივი მიკროავტობუსის მძღოლები. ასევე დაჯარიმდა რამდენიმე მგზავრი.