აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენი ლიდერობს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია

Interworld

იმის ალბათობა, რომ აშშ-ის მომდევნო პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდეს, საკმაოდ მაღალია, რადგან იგი კვლავ ლიდერობს რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში, მაგრამ ამავდროულად მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უპირობო დამარცხებაზე საუბარი რა თქმა უნდა ნაადრევია. მოცემულ მომენტში, არჩევნების ბედი პენსილვანიის, ჯორჯიის, არიზონასა და ნევადას შტატებში წყდება, სადაც ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ჯო ბაიდენს დღემდე სავარაუდოდ 253 საარჩევნო ხმა აქვს მიღებული, მაშინ როდესაც მის კონკურენტ რესპუბლიკელ ტრამპს 214 ხმა აქვს. არჩევნებში საბოლოოდ გასამარჯვებლად საჭიროა, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა 270 ხმა დააგროვოს. აუცილებელია ითქვას, რომ თუ რომელიმე კანდიდატი გაიმარჯვებს ნებისმიერ შტატში, იგი მიიღებს ყველა საარჩევნო ხმას ამ შტატიდან. უკვე ცნობილია, რომ ჯო ბაიდენს უფრო მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ვიდრე ნებისმიერ დროს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის მიუციათ ხმა - ეს არის 71,6 მლნ. ადამიანი. საკითხის სპეციალისტები ზემოხსენებულს თითქმის 70%-იან აქტივობითა (ბოლო 120 წლის მანძილზე) და შეცვლილი დემოგრაფიული სიტუაციით ხსნიან. ამასთან, მოქმედი პრეზიდენტი ტრამპი მეორე ადგილზეა ქვეყნის ისტორიაში მიღებულ ხმათა რაოდენობის მიხედვით. ამავდროულად იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ სენატში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია შეინარჩუნებს, რადგან დემოკრატიულ პარტიას უმრავლესობის მოსაპოვებლად 4 ხმა დააკლდა. საპასუხოდ ქვედა, წარმომადგენელთა პალატა დემოკრატების კონტროლქვეშ რჩება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #USA #elections #Trump #Biden #interworld