"საქართველოს კულტურის ცენტრი კი არა, სამყაროს ცენტრი იყო" -დათო ტურაშვილი ქუთაისზე
Kutaisi Daily
მწერალ დათო ტურაშვილს გადაცემაში „შუა დღის შოუ" ქუთაისი და ქუთაისელები არაერთხელ უხსენებია. ამ ბლოგში გთავაზობთ ნაწყვეტს გადაცემიდან, სადაც ის ამ ქალაქის მთავარი ღირსების შესახებ საუბრობს და ამბიციურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ქუთაისი ქუთაისი არათუ საქართველოს, სამყაროს ცენტრიც კი იყო. აი, რატომ:
"ერთი მიწოლა უნდა! (ღიმილით). აი, აქაა წიგნები, რომელთა შემოქმედება საერთოდ უცნობია. აი, მაგალითად, დავით წერეთელი. ვინმემ იცის, ვინაა დავით წერეთელი? აკაკი წერეთლის უფროსი ძმა, უტკბილესი კაცი, თავის დროზე კარგი მწერალი, კარგი პუბლიცისტი, აჭარა რომ დედასამშობლოს დაუბრუნდა, ყველაფერი დატოვა და აჭარაში წავიდა სამოღვაწეოდ. მადლობა ბატონ ავთანდილს, რომ ასეთი კაცი არ დაგვიკარგა. კიდევ ერთი კრებული, რომელიც მარტო პარლამენტარებს კი არა, იმ ხალხსაც გამოადგება, ვინც პარლამენტარებს თან გადაჰყვა სამუშაოდ ქუთაისში. მე პარლამენტის შენობა ძალიან მომწონს, ეკზიუპერის სპილოს მაგონებს და ყველაფერი მომწონს, რაც ლიტერატურას მაგონებს. პარლამენტიდან რომ გამოხვალ, ირგვლივ სულ საშინელი საბჭოური არქიტექტურაა. აი, ესაა პაოლო იაშვილის მოგონებები, თუ რა ქალაქი იყო ქუთაისი თუნდაც 100 წლის წინათ. ეს იყო მაგარი, საოცარი ქალაქი.
აი, რეზო გაბრიაძის ქუთაისი! ოღონდ, ესაა ქუთაისის ბოლო კუდი. საქართველოს კულტურის ცენტრიო... კი არა, სამყაროს ცენტრი იყო ქუთაისი... ლიტერატურის თვალსაზრისით, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ბუნებრივია, ეს დაიწყო აკაკის დროს, მაგრამ მერე ცისფერყანწელებმა იმდენად მოახდინეს მთელი ლიტერატურული ენერგიის კონცენტრირება, რომ ქუთაისი იყო კულტურული დედაქალაქი. შემდეგ ცისფერყანწელები გადმოვიდნენ თბილისში და ამით, ცხადია, დაზარალდა ქუთაისი", - ამბობს ის.
ქუთაისისისტორია
kutaisidaily