72 ათასი ლარი ქუჩის კამერების მოვლა-შენახვისთვის
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქუჩაში დამონტაჟებლი სათვალთვალო ვიდეო კამერების მოვლა- შენახვისთვის ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტში 72-ათასი ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ შსს-თან გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც 100-მდე სათვალთვალო კამერის მოვლა-შენახვის საშუალება ეძლევათ, მანამდე ეს ფუნქცია სამინისტროს პრეროგატივა იყო. ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება.