განახლებული კოვიდმონაცემები ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "ოპერატიული შტაბის" ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსზე 489 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 102 -ს კოვიდ-19 დაუდგინდა.
გუდაუთის საავადმყოფოში 101 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 32-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, ოჩამჩირის საავადმყოფოში - 22.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 53 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8135 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 102, გამოჯანმრთელებულია - 6345 ადამიანი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა