ჯიხაშკარის სკოლაში მუშის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

Zugdidi Daily

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სკოლაში მიმდინარე სამუშაოების დროს მუშის დაშავების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცავები საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებენ, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. ჯიხაშკარის მე -2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაშავდა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, გადმოყრილი ნაშალი მასალა დაეცა. დაშავებული მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს. ექიმების ინფორმაციით, მას ქალა-ტვინის ტრავმა, შუბლის ძვლისა და კისრის მალების მოტეხილობა აღენიშნება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჯიხაშკარის სკოლაში მუნიციპალური გავითარების ფონდი ახორციელებს. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ზუგდიდი #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი