მცირე ასაკის ბავშვებისთვის ნიღბის ტარება რეკომენდებული არაა - ზახაშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142835
მცირე ასაკის ბავშვებისთვის ნიღბის ტარება რეკომენდებული არაა - ამის შესახებ განცხადება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა, ყოველკვირეულ ბრიფინგზე საუბრისას გააკეთა.
“ნიღბის ტარება არ არის რეკომენდებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის და განსაკუთრებით ყურადღებას გთხოვთ მშობლებს, რომლებსაც გყავთ მცირეწლოვანი ბავშვი, მათთვის ნიღაბს ვერ მოიხმართ და ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ფიზიკური და სოციალური დისტანცირება ამ ბავშვებისთვის, რათა შენარჩუნებული იყოს მათი ჯანმრთელობა და არ შეექმნათ მათ დაავადების გადადების რისკები” - განაცხადა ზახაშვილმა.