მარნეული კორონავირუსის გარეშე
Marneuli Daily
დღეს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში Covid-19 -ის ორი ტესტის პასუხი დაზუსტდა.
"კორონავირუსზე ტესტირება პაციენტებს გუშინ, 21 მაისს, ჩაუტარდათ. ორი პაციენტის ტესტი გვქონდა გაგზავნილი, ორივე მარნეულიდანაა, მათი ტესტების პასუხი უარყოფითია“ -განაცხადა კლინიკის დრირექტორმა ტატა შენგელაიამ.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსში“ კორონავირუსი 18 დღეა რაც არ დაფიქსირებულა. 6-დან 9 მაისამდე ჩატარებული კორონავირუსის 1 635 ტესტიდან დადებითი მხოლოდ ორი იყო.
წყარო: რადიო მარნეული
#კორონოვირუსი
#მარნეული
#marneulidaily