ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის ცდები დაიწყო
Headline
შანხაიში იმ ახალი ჩინური პრეპარატის კლინიკური გამოკვლევების პირველი ფაზა დაიწყო, რომელიც COVID-19-ის ანტისხეულების ნეიტრალიზაციას ახდენს.
პრეპარატი სახელწოდებით JS016, კომპანია Shanghai Junshi Biosciences-მა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტმა ერთობლივად შეიმუშავეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სამსახურის მიერ დამტკიცებული კლინიკური კვლევები ჰუაშანის საავადმყოფოში დაიწყო.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე პრეპარატი ჯანმრთელი მოხალისეების ორგანიზმში შეჰყავთ, რათა შემოწმდეს მისი უსაფრთხოება, იმუნუგენურობა და ის გარემოება, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი სხეულში მოხვედრის შემდეგ.
„წამლის მიღების შემდეგ 4 მოხალისე თავს კარგად გრძნობს. ჩვენ აქტიურად მივყვებით ტესტის გეგმას. შემდგომი კლინიკური კვლევებით მიღებული შედეგები დაგვეხმარება კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის სწორი დოზა დავადგინოთ“, - განაცხადა ჰუაშანის საავადმყოფოს ექიმმა ჩჟან ცინმა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
coronavirus
China
new
clinical
cure
headline