საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა30303-მდე გაიზარდა.ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 766 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2 268-ს შეადგენს.