თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ სასიკვდილო სტატისტიკა - ვის მიმართავს ფაშინიანი

Tbilisi Daily

"მივაღწიეთ წერტილს, როდესაც არ გვყავს პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას სახლში ელოდებიან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემის გაფართოების შესაძლებლობები შეუზღუდავი არ არის. „გაასამმაგეთ, გააოთხმაგეთ, გაახუთმაგეთ სიფხიზლე. სულ მცირე, დღეს ჩვენ მივაღწიეთ წერტილს, როდესაც არ გვყავს პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას სახლში ელოდებიან. ჯანდაცვის სისტემის გაფართოების შესაძლებლობები შეუზღუდავი არ არის. 100 ახლად ინფიცირებული ადამიანიდან 15-ს აუცილებლად დასჭირდება საავადმყოფოში განთავსება, მათგან ხუთი მოხვდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რომელთაგან ორი, სამწუხაროდ და ყველა მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვლება. თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ამ სასიკვდილო სტატისტიკის განვითარება ნიღბის ტარებით, სოციალური დისტანციის შენარჩუნებით და ხელების რეგულარულად დეზინფექციით“, – წერს ფაშინიანი. კოვიდ19 Armenia ფაშინიანი