ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია
Tbilisi Daily
დღეიდან ღია სივრცეში ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება.
თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ ფესტივალებისა თუ სხვა სახის ღია წვეულებების ორგანიზატორები ამ სიახლეს მიესალმებიან, თუმცა, მათი თქმით, ამ შეზღუდვის მოხსნის პარალელურად, არსებობს 2-მეტრიანი დისტანციის პრობლემაც, რადგან შეუძლებელია ბევრი სტუმრის გაკონტროლება და ისინი იმედს იტოვებენ, რომ მოქალაქეები დაიცავენ უსაფრთხოების ნორმებს.