თბილისში კორონავირუსის 100-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევიდან მესამედზე ნაკლები თბილისზე მოდის. თუმცა შემთხვევების რაოდენობა 100-ზე ნაკლებია. ქვეყანაში 9 056 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,65 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
თბილისი - 86;
აჭარა - 15,
იმერეთი - 37,
ქვემო ქართლი - 19,
შიდა ქართლი - 21,
გურია - 3,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 28,
კახეთი - 17,
მცხეთა-მთიანეთი - 6,
სამცხე-ჯავახეთი - 8,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 16 პაციენტი. ამავე პერიოდში 681-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 258 351 შემთხვევა. მათგან 249 709 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 194 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31079717.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები