„ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ეძიო ძალა და ყოველთვის შეცვალო გარშემო არსებული რეალობა...“

Zugdidi Daily

ერთი შეხედვით ძალიან რთულია იყო წარმატებული, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად თუ შრომას და მონდომებას არ დაიშურებ, ყველაფერი გამოგივა. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ ცხოვრობ ადამიანი და ხომ  შეიძლება ისიამოვნო ცხოვრებით, მიიღო მაქსიმალური და იყო კმაყოფილი. Zugdidi Daily-ს რუბრიკის „წარმატებული ადამიანები სამეგრელოდან" დღევანდელი რესპოდენტი მარიამ შეროზიაა. 25 წლის მარიამი წალენჯიხაში დაიბადა. თბილისის სახწლმწიფო კონსერვატორია დაამთავრდა, პროფესიით მუსიკათმცოდნე ჟურნალისტია, ხოლო დამატებითი პროფესიით ვოკალისტი - ახლა სწორედ ამ პროფესიითაა დასაქმებული, და ძალიან ბევრს შრომობს, რომ განვითარდეს. ოცნებები რომ სურვილისამებრ სრუდლება, ვფიქრობ, დამტკიცებული ამბავია. მონდომება ცვლის ყველაფერს და ამის ცალსახა მაგალითი მარიამია - ორ სფეროზე შეყვარებული ადამიანი, საბოლოოდ ორივე სფეროს სპეციალისტი გახდა. „ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. მუყაოსგან გამოჭრილი ტელევიზორიდანაც ვწამყვანობდი და წარმოსახვითი რესპოდენტებიც მყავდა, განსაკუთრებით სკოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა მუსიკასაც ვერ ველეოდი. სანამ სკოლას მოვრჩებოდი და ჩავაბარებდი, კონსერვატორიაში ახალი ფაკულტეტი გაიხსნა, სამი მიმართულებით. მათშორის იყო მუსიკის ჟურნალისტიკა და მეც ორი ოცნება ერთდროულად ავიხდინე... პირველ პრიორიტეტად მეწერა და დიდად არც იმედი არ მქონდა, თუმცა.... მოხდა ისე, როგორც მოხდა...“ აქტიური ცხოვრება ძალიან ადრეულ ასაკში დაუწყია. ამბობს, რომ ბუნებით ძალიან ობიექტურია და ვერ ეგუება უსამართლობას, ბულინგს. პროტესტის გაჩენასთან ერთად, რაღაცის შეცვლის სურვილი უმძაფრდება. „სურვილი იდეად გადაიზრდებოდა და იდეა აუცილებლად უნდა მოსულიყო სისრულეში. შესაბამისად, სამოქალაქო აქტივობაში გადაიზარდა და ამ ყველაფერთან ერთად პროფესიაც მიწყობდა, ალბათ, ხელს.“ - ამბობს მარიამი. პირველივე კურსიდან აქტიურად იყო ჩართული პროფესიულ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდი ტელევიზიაშიც მუშაობდა, მას შემდეგ კი, რაც რაიონში დაბრუნდა საცხოვრებლად - დაწყებული საქმიანობა რადიო ათინათში გააგრძელა. „მას მერე რაც თბილისიდან რაიონს დავუბრუნდი იყო რადიო ათინათიც. ადგილი, სადაც ყოველთვის ვპოულობდი ჩემს თავს. რადიო, რომელიც არ იყო უბრალოდ სამსახური, არ იყო უბრალოდ პროფესია, ეს იყო სულის საზრდო. 105.9 ჩემი ტალღა, ჩემი მსმენელი!“ შრომისმოყვარე მარიამი, რომელიც თითქმის ყველა სფეროში აქტიურად მოღვაწეობს და შესაბამისად, დროის მენეჯმენტიც კარგად აქვს ათვისებული, ერთი შვილის დედაა. ამბობს, რომ ყველაფერი მისთვის კეთდება და სწორედ ისაა ცხოვრების სტიმული. „მყავს 5 წლის სამყარო. ადვილი არ არის ასწრებდე ყველაფერს და იყო კარგი დედა, მაგრამ მე და გიო თავიდანვე ასე მოვდივართ. 2 კვირის იყო პირველად რომ წავიყვანე ფინალურ გამოცდაზე. ისიც შეეჩვია დედის გრაფიკს და ფეხი აუწყო ჩემეულ ცხოვრებას. ორივემ ზუსტად ვიცით, რომ ყველა კეთილი საქმე უპირველესად მისთვის კეთდება და ის არის სტიმული ყველა გათენების. ვცდილობ ვიყო კარგი შვილის აღმზრდელი კარგი დედა. რა გამოვა ამას დრო და მისი მომავალი გვიჩვენებს.“ გასულ წელს მონაწილეობა მიიღო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის განათლების პროგრამაზე, რომელსაც აზერბაიჯანის დედაქალაქი, ბაქო მასპინძლობდა. საქართველოს საზღვრებს გარეთ ადვილი არ ყოფილა, თუმცა განსხვავებული ტრადიციები მისთვის საინტერესო აღმოჩნდა. „გასულ ზაფხულს იყო ბაქო და იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამა, დაუვიწყარი დღეები და აზერბაიჯანული მოგონებები. ამას გარდა იყო სხვა პროგრამები და სხვა ქალაქებიც. რამდენად სენსიტიური კითხვაა, - როგორია საზღვრებს გარეთ. იცით? თითქოს სიახლეები გაბედნიერებს და მუდმივად ძიებაში ხარ, მაგრამ შინაგანად გრძნობა გიმძაფრდება. მშობლიური ქვეყნის სიყვარული მძაფრდება, ოჯახის მონატრება, ქართულ-მეგრული სამზრეულო და ამ ყველაფერთან ათასობით კილომეტრი რომ გაშორებს შვილს. თუმცა განსხვავებული ტრადიციები, გარემო და ადამიანები ძალიან, ძალიან საინტერესოა ჩემთვის.“ ცხოვრება ძალიან დიდი სირთულეებს გვიმზადებს, თუმცა მარიამის შემთხვევაში ის ტკივილი, რომელიც იმედგაცრუებასა და დაბრკოლებებს მოჰყვება, საბედნიეროდ, სიძლიერით დასრულებულა. „იმედგაცრუება მქონია, ბევრჯერ და მწარედ. ძირითადად საკუთარ თავს ვაბრალებ, რადგან მგონია, ყველას ისე ვუყვარვარ ან ისე მიმიღებს, როგორც მათ მე! შესაბამისად ბევრჯერ მტკენია, რამხელა სიცარიელეს ტოვებს... თითქოს სხეულს გინაწევრებენ, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე შინაგანად ძლიერდები. ამ იმუნიტეტით მოვდივარ დღემდე.“ დასაწყისში ვახსენეთ, რომ ამ ეტაპზე ვოკალისტად მუშაობს. მას შემდეგ, რაც სწავლა დაამთავრა და მოკლე დროში მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდა, მისი დიდი სურვილი იყო ადგილობრივი ახალგაზრდების მომავლის შენებაში თავისი წვლილი შეეტანა და მათი ცხოვრება უფრო გაეფერადებინა. გამომდინარე აქედან, ვოკალური სტუდია „თოლიგე“ გახსნა, რომელსაც დღეს მეორე შვილად მიიჩნევს. სტუდიაში ვოკალს, გიტარასა და ფოლკლორს ასწავლიან ახალგაზრდებს. „ცხოვრების იმ ეტაპზე ყოფნისას, როდესაც ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ყველაფერი მორჩა, მე გადავწყვიტე, რომ სულაც არა. ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ეძიო ძალა და ყოველთვის შეცვალო გარშემო არსებული რეალობა. ბევრი არც მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი, რომ ხსნა იყო სიმღერაში და საქმეში, რომელიც პირველ რიგში ჩემი შვილისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე მისი თანატოლებისთვის. აქედან გაჩნდა ვოკალური სტუდია ,,თოლიგე"და უკვე მესამე წელია წარმატებით და აქტიურად აგრძელებს ფუნქციონირებას.“ წელს ძალიან საინტერესოდ წარმართა საზაფხულო სკოლა, სხვადასხვა მიმართულებებით, აქტივობებით და ძალიან მრავალფეროვანი პროგრამით, რომელიც მორგებული იყო სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. ქალაქ ჯვარში, რომლის მოსახლეობის უმეტესობა დევნილები არიან, დათრგუნულმა, გულჩათხრობილმა მშობლებმა, რომლებიც ამ ტკივილით ათეულობით წელია ცხოვობენ, მარიამს თავიანთი შვილების განვითარებება მიანდეს და ისიც თავს არ ზოგავს, რომელ მუდამ სიახლეებით გაახალისოს ახალგაზრდები. Zugdidi daily-სთან ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ სტუდიის კერძო მუსიკალურ სკოლად ჩამოყალიბებასა და ასევე, ფილიალის ზუგდიდში გახსნაზეც აქტიურად მუშაობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #ახალიამბები #ხელოვნება #მუსიკა #წარმატებულიადამიანებისამეგრელოდან #წალენჯიხა #ჯვარი #zugdididaily