TV პირველის ჟურნალისტი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაშავდა

Tbilisi Daily

გლდანში, 39-ე სკოლასთან არსებულ საარჩევნო უბანზე TV პირველის ჟურნალისტი დაშავდა. როგორც ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, უბანზე მთელი დღის მანძილზე დაძაბული სიტუაცია იყო, რა დროსაც, ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ხელი ხშირად ეშლებოდათ. სავარაუდოდ, ერთ-ერთი დაპირისპირების დროს ჟურნალისტს კამერა მოხვდა. TV პირველის ჟურნალისტი ჰყვება, რომ დღის განმავლობაში ადგილზე მოქალაქეები ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერად, ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და მედიის წარმომადგენლებს საქმიანობის წარმართვაში ხელს უშლიდნენ.