სომხეთში  კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 3  გარდაიცვალა

Tbilisi Daily

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 29 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 43 626 შემთხვევა, მათგან ვირუსს 872 პაციენტი ემსხვერპლა. დღეისათვის მკურნალობას განაგრძობს ხუთი ათასამდე კოვიდინფიცირებული.