ხატია სიჭინავა -"რა შუაშია გურამ დოჩანაშვილი და 9 ექიმ ტერორისტი?"

Tbilisi Daily

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ 10 ადამიანს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება გადასცა. წოდება ქართველ კლასიკოსს გურამ დოჩანაშვილს და 9 ქართველ ექიმს გადაეცა. “გურამ დოჩანაშვილი და 9 ექიმი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის მე3 ფაზაში, მოახერხეს სრულიად ადამიანების დაფსიხოზება და ისწავლეს ცხვრებივით თვლა საქართველოს მოსახლეობის, დაჯილდოვდნენ საპატიო თბილისელის წოდებით , და კიდევ ბევრი წოდება ელით წინ. აი ბატონი გურამი რა შუაში იყო ამ გაუგებრობაში მართლა ვერ მივხვდი” – წერს ხატია სიჭინავა. მოგვიანებით, ხატიამ ექიმებს ექიმ-ტერორისტები უწოდა. “რა შუაშია გურამ დოჩანაშვილი და 9 ექიმ ტერორისტი?” – დაწერა კომენტარში.