ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
Zugdidi Daily
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო წვანეთში Covid19-ის 319 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 100684
გამოჯანმრთელებულია - 81783
გარდაცვლილია - 927
კარანტინის რეჟიმში რჩება - 2128
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3445
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5976
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.