საქართველოში კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოშიკორონავირუსის2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა,გარდაიცვალა 36 პაციენტი. ბერდია სიჭინავას განმარტებით,ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR. ''დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 337, იმერეთში - 397, ქვემო ქართლში - 175, შიდა ქართლში - 108, გურიაში - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 177, კახეთში - 80, მცხეთა-მთიანეთში - 90, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 911. მათ შორის, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 002, აჭარაში - 1 047, იმერეთში - 1 362. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 135 პირი, მათ შორის, თბილისში - 519, აჭარაში - 161, იმერეთში - 251. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 49, იმერეთში - 52“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.