ლენტეხის სოფელ ნანართან დამაკავშირებელი გზა აღდგენილია

Tbilisi Daily

სტიქიის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანარის შესასვლელში გუშინ კლდე ჩამოიშალა, შედეგად სრულად ჩაიკეტა სოფელთან დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზა, ჩამოშლილმა ლოდებმა დააზიანა სოფელ ხოფურის წყალსადენები. გუშინვე დაიწყო გზის გაწმენდისა და წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები. სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია და ასევე აღდგა მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება. მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მეწყერის ადგილას იმყოფებოდნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.