აშშ-ში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
Tbilisi Daily
აშშ-ში საქართველოს საელჩო ნიუ იორკის შტატში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
„ნიუ იორკის შტატში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ!
13 ნოემბრიდან (პარასკევი), ბარები, რესტორნები, სავარჯიშო დარბაზები, ფიტნეს ცენტრები და ალკოჰოლის გაყიდვის ლიცენზიის მქონე დაწესებულებები დაიკეტება საღამოს 10:00 საათიდან 05:00 საათამდე. შეზღუდვა არ შეეხება მიტანის მომსახურებას.
ახალი რეგულაციის თანახმად, შენობის შიდა და გარე შეკრებებზე დაშვებული იქნება მხოლოდ 10 ადამიანი.
რეგულაციების შესახებ, 11 ნოემბერს განცხადება გააკეთა ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.