წინასაარჩევნოდ ანგარიშის გაუქმებისთვის Facebook-ი ამერიკელებს ფულს გადაუხდის
Tbilisi Daily
Washington Post-ის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სქრინშოთებიდან ირკვევა, რომ Facebook-ი საკუთარი პლატფორმის დემოკრატიაზე ზემოქმედების შესწავლის ფარგლებში საინტერესო ექსპერიმენტს იწყებს. ამ ექსპერიმენტის მსვლელობისას ის მომხმარებლები, რომლებიც აშშ-ის 2020 წლის საარჩევნო პერიოდში კომპანიის ყველა სოციალური პლატფორმის ანგარიშს გააუქმებენ, ფულს მიიღებენ. ანაზღაურება კვირაში $10-დან $20-მდე მერყეობს.
გასულ კვირაში Facebook-მა განაცხადა, რომ სხვა კვლევით ორგანიზაციებთან ერთად კომპანია აწარმოებს კვლევას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენენ მისი პლატფორმები საზოგადოებრივ განწყობებზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. კომპანია ვარაუდობს, რომ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობას 200 000-დან 400 000-მდე მომხმარებელი მიიღებს.
"დემოკრატიისთვის პოზიტიური გავლენის მქონე მექანიზმების გასაძლიერებლად და პირიქით, უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორების შესასუსტებლად ჩვენ გვჭირდება ობიექტური, მიუკერძოებელი და ემპირიულად დასაბუთებული კვლევა", - წერია Facebook-ის ოფიციალურ ბლოგში.
"ზუსტად ამიტომ ვიწყებთ ახალ თანამშრომლობას კვლევების მიმართულებით, რათა უკეთ შევისწავლოთ Facebook-ისა და ინსტაგრამის გავლენა პოლიტიკურ განწყობებზე აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დრის".