საქართველოს უმეტეს ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

Tbilisi Daily

24 ივნისს საქართველოს უმეტეს ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. თბილისში ღამით ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება, დღისით კი 36 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი. ბათუმში ღამით 23, დღისით კი 27 გრადუსი იქნება, დღის მეორე ნახევარში იწვიმებს. ზუგდიდში ღამით 21, დღისით კი 30 გრადუსია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში, შესაძლებელია, ხანმოკლე წვიმა. ქუთაისში კი ღამით 25, დღისით 32 გრადუსი და ხამოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იწვიმებს თელავში. აქ ღამით 19 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით კი 36 გრადუსი დაფიქსირდება. ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება ლაგოდეხში. სინოპტიკოსები ღამით 20, ხოლო დღისით 37 გრადუსს და წვიმას ვარაუდობენ. სიღნაღში ღამით 16, დღისით კი 35 გრადუსი იქნება. დღის მეორე ნახევარში იწვიმებს. მესტიაში ტემპერატურა ღამით 12 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 24 გრადუსი სითბო და ხანმოკლე წვიმა. ცაგერში ღამით 19 გრადუსი, დღისით კი 32 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. 15 გრადუსია მოსალოდნელი ღამით ბახმაროში, დღისით კი 23 გრადუსი და წვიმა იქნება.