აჭარაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში4000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა და გამოვლინდა კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა.
კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობას გადის 223 პირი.
გასული ორი დღის განმავლობაშ გამოჯანმრთელდა, კლინიკა და საკარანტინო სივრცე დატოვა 26-მა მოქალაქემ.
კოვიდდადებითი პაციენტების მიღება უკვე დაიწყო მეშვიდე კლინიკამ - ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა.
უწყების ინფორმაციით, რეგიონის სამედიცინო დაწესებულებეში მობილიზებულია 500-მდე საწოლ ფონდი.
დღეს, 18 სექტემბერს,საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა3119 -ს შეადგენს.