როგორ იცავენ მგზავრობის წესებს ბათუმში?
Tbilisi Daily
14 დღის განმავლობაში, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მონაცემებით, პირბადის გარეშე მგზავრობისთვის 2000-მდე მგზავრს დაატოვებინეს ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტი.
მუშაობის განახლებიდან, 29 მაისიდან დღემდე ავტობუსები 32 000-ჯერ, ხოლო მიკროავტობუსები 25 100-ჯერ შეამოწმეს.
ამავე პერიოდში, მუნიციპალურ ავტობუსებში უბილეთოდ მგზავრობისთვის 103 მოქალაქე დააჯარიმეს. ინსპექციის ინფორმაციით, უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარია.