Post
Tbilisi Daily
The Financial Times - თბილისი ყველაზე შემოსავლიანი ქალაქია.
თბილისი პირველ ადგილზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსავლიანობის მიხედვით - რეიტინგს გაზეთი „The Financial Times” აქვეყნებს. ქალაქების შერჩევა განხორციელდა ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა: ქონების რეგისტრაციის საფასური, მოგების გადასახადი, მშენებლობის ნებართვა, სამრეწველო ხარჯები და სხვა.
თბილისის შემდეგ რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებენ ევროპის ისეთი ქალაქები, როგორებიცაა მინსკი, სოფია, ბუდაპეშტი და კიევი.
აღნიშნულ რეიტინგს ,,The Financial Time”-ს 2003 წლიდან აქვეყნებს. მისი მიზანია ევროპული ქალაქების ანალიზი ბიზნესის კეთების, საინვესტიციო კლიმატის განვითარებისა და ცხოვრების დონის მიხედვით.
#თბილისი
#შემოსავლიანიქალაქი
#Thefinancialtimes
#მისნი
#ბუდაპეშტი
#კიევი
#tbilisidaily
#news