ზუგდიდელი ახალგაზრდა ლაშა კვარაცხელია და მისი საპრეზენტაციოდ შექმნილი მეგრული ბრენდი "ნახვაწა."

Zugdidi Daily

ზუგდიდელი ახალგაზრდა ლაშა კვარაცხელია და მისი საპრეზენტაციოდ შექმნილი მეგრული ბრენდი "ნახვაწა." ზუგდიდელი ახალგაზრდა ლაშა კვარაცხელია საქართველოს უნივერისტეტის (UG) სტუდენტია. ლაშამ „მეგრული ჩიფსის“ - ნახვაწას დამზადებისა და დაფასოების იდეა წარადგინა. "ნახვაწა" - ღომის ქერქია, რომელიც კარგად მომზადებული ღომისგან ქვაბის კიდეზე რჩება. ლაშა კვარახელიამ ეს სემესტრული ნაშრომი ლექტორს გააცნო. ამ იდეამ ნამდვილად დაიმსახურა ლექტორის მოწონება და ეს ნაშრომი მან სოციალურ ქსელში გააზიარა, რა თქმა უნდა სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც მოიწონეს ეს იდეა, რამაც მისი პოპულარიზება გამოიწვია. “ქართული ჩიფსის იდეა მომივიდა მაშინ , როდესაც ვამზადებდი უნივერსიტეტში სემესტრულ ნაშრომს , სადაც გვევალებოდა რაიმე პროდუქტის პიარ კამპანიის დაგეგმვა. გადავწყვიტე ქართულ და კერძოდ მეგრულ გასტრონომიაში ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული კერძისგან -ღომისგან დამემზადებინა ე.წ “ჩიფსი” სახელად “ნახვაწა”, რომელსაც თითოეული მეგრელი ( და არა მხოლოდ მეგრელი) აცმაცუნებს ღომის მირთმევის შემდეგ." - წერს ლაშა კვარაცხელია ამ პროდუქტს უამრავი უპირატესობა აქვს, მათ შორის ის, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა და დაბალკალორიული პროდუქტი სხვა ჩიფსებთან შედარებით, ამასთან მისი ერთ-ერთი ინგრედიენტი - რძე, განსაკუთრებით სასრგებლოა. "მეგრული ჩიფსის" უძველესი რეცეპტი ასევე ავლენს მის უპირატესობას. ძველ სამეგრელოში ნახვაწას აქტიურად მოიხმარდნენ. იდეის ავტორი ლაშა კვარაცხელია ამბობს : „ჩვენი პროდუქტი დაანგრევს სტერეოტიპს, რომ ჩიფსი ვნებს ორგანიზმს. რადგან ჩვენი პროდუქტის მთავარი ინგრედიენტი - ღომი, ძალიან პოპულარული კერძია საქართველოში და მას სამეგრელოში სამკურნალოდ, ხშირად დიეტის დროსაც იყენებენ. ღომის რძე - ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი, რომელსაც ჩვენი პროდუქტი შეიცავს. ღომის რძე ხელს უშლის ნაბახუსევის განვითარებას და ორგანიზმში არსებულ ალკოჰოლს ანეიტრალებს“ ლაშა კვარაცხელიას ამ პროდუქტისტვის სარეკლამო სლოგანიც აქვს შემუშავებული - „ეზიარე ტრადიციულ გემოს“. მან ასევე დაამზადა შეფუთვის დიზაინი. #ზუგდიდი #სტუდენტი #პროექტი #მეგრულიჩიფსი #ნახვაწა #პროდუქტი #ტრადიციულიგემო #zugdididaily