ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე

Tbilisi Daily

ინდოეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. ბოლო მონაცემებით მხოლოდ დედაქალაქ დელიში დადასტუდებული შემთხვევები ნახევარ მილიონს აღწევს. ქვეყანა ჰუმანიტარული კრიზისის საფრხის წინაშეა, რადგან სხვა პრობლემაც დადგა - მიგრანტები, რომლებიც უნდოეთის ქალაქებში სამუშაოდ სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოვიდნენ და კარანტინის შემდეგ ჩარჩნენ. მიგრანტების 15 დღეში შინ დაბრუნება, რომლებსაც სახლამდე მისასვლელად ფეხით ხშირად ასეულობით კილომეტრის გავლა უწევთ, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ შტატებისა და ქალაქების ხელისუფლებებს დაავალა. რადგან გრძელ გზაზე, სიცხეში, უწყლობით და შიმშილით ბევრი გარდაიცვალა. სასამართლოში ხელისუფლებამ თქვა, რომ მათ გადასაყვანად მატარებლის სპეციალური რეისები დანიშნა. 4000 რეისით კი შინ 570 ათასი ადამიანი დააბრუნეს. ინდოეთი კორონავირუსი მიგრანტები მსხვერპლი tbilisidaily