გორში 37 წლის მამაკაცი დააჯარიმეს
Gori Daily
გორის რაიონულმა სასამართლომ 37 წლის ა.კ. ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლის შენახვა-მოხმარებისთვის დააჯარიმა.
"ა.კ.-ს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლი - 0,5 გრამის ოდენობით. ის ადმინისტრაციული სახდელის სახით 500 ლარით დაჯარიმდა", - ირკვევა საქმის მასალებიდან.
როგორც ცნობილია, ტრამადოლი მედიცინაში გამოიყენება, თუმცა ამავდროულად, აკრძალულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიაშია, რომლის ტარების და მოხმარების უფლება მოქალაქეს ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ აქვს.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სამართალი
#გორი
#ახალიამბები
#goridaily
წყარო: რადიო მოზაიკა