უეფას საკლუბო ტურნირებზე საქართველოს გუნდების პირველი მეტოქეები გამოვლინდნენ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდება.
უეფას საკლუბო ტურნირების 2022-2023 წლების სეზონის წილისყრა დღეს გაიმართა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში და საქართველოს მოქმედ ჩემპიონს პირველ მეტოქედ სლოვაკეთის ჩემპიონი ერგო, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი უდგას სათავეში. გუნდის შემადგენლობაში კი ნაკრების ყოფილი და ახლანდელი კაპიტნები ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის შეხვედრები 5-6 ივლისს და 12-13 ივლისს გაიმართება.
უეფას კიდევ ერთ საკლუბო ტურნირზე - კონფერენსლიგაზე სამი ქართული კლუბი ითამაშებს და მათი მეტოქეთა ვინაობაც ცნობილია. „დინამო თბილისი“ ევროსეზონს ესტონეთის „პაიდესთან“ შეხვედრით გახსნის. თბილისის „საბურთალო“ ალბანეთის „პარტიზანს“ დაუპირისპირდება, ხოლო გორის „დილა“ - ფინეთის „კუპსს“. კონფერენსლიგის პირველი მატჩები 7 ივლისს გაიმართება, საპასუხო - 14 ივლისს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31898257.html
Source: radiotavisupleba.ge