,,ნებისმიერ სუპერმარკეტში უმეტესად უცხოური პროდუქციაა წარმოდგენილი"

Kutaisi Daily

გოგი წულაია ბრენდული მაღაზიების მფლობელებს ქართული პროდუქციის რეალიზებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სუპერმარკეტები, ნაცვლად იმისა, რომ ქართულ პროდუქციას ხელს უწყობდნენ, ხელისშემშლელ პირობებს უქმნიან, რის გამოც ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება. ,,ნებისმიერ სუპერმარკეტში უმეტესად უცხოური პროდუქციაა წარმოდგენილი. ქართული პროდუქტი კი ძალიან მცირეა და ისიც ნაკლებად თვალსაჩინო ადგილზეა წარმოდგენილი. ამის მიზეზი ის შეღავათებია, რასაც უცხოური კომპანიები მარკეტებს აძლევენ. საზღვარგარეთიდან შემოტანილ საქონელზე ბრენდულ მაღაზიებს შეუძლიათ თანხა თვეობით არ გადაიხადონ, რასაც ქართული პროდუქციის შესყიდვის პირობებში ვერ ახერხებენ. მაინცდამაინც მილიონი უნდა დარჩეთ? იკმარონ შედარებით ცოტა და ქართული პროდუქტი იყიდონ და გაყიდონ,’’-ამბობს გოგი წულაია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლეები #ბაზარი #იყიდექართული #kutaisidaily radiodk.ge