კობახიძისგან არასდროს დადგება პოლიტიკოსი, სხვა არარაობას ჯობსო, ესაა შერჩევის პრინციპი - ბესელია

Pirveliradio Ge

კობახიძისგან არასდროს დადგება პოლიტიკოსი, სხვა არარაობას ჯობსო, ესაა შერჩევის პრინციპი - ბესელია - ამის შესახებ განცხადება, მართველი გუნდი ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის ამ პოზიციაზე შეირჩა იმ ნიშნით, რომ საარჩევნო კამპანიების დროს ჩართული იყო, როგორც ტექნიკური საორგანიზაციო შემსრულებელი პირი. „ხედავთ, როგორი საკადრო შიმშილი აქვს მმართველ პარტიას. არავინ დარჩა ისეთი, ვისაც შეიძლება პოლიტიკურ პროცესებში გამოცდილება ჰქონდეს. კობახიძისგან არასდროს დადგება პოლიტიკოსი. ის ამ პოზიციაზე შეირჩა იმ ნიშნით, რომ საარჩევნო კამპანიების დროს ჩართული იყო, როგორც ტექნიკური საორგანიზაციო შემსრულებელი პირი. სხვა არარაობას ეს ჯობსო, ესაა შერჩევის პრინციპი. მისი მათემატიკა ცნობილია და მისი პროგნოზები ცნობილია, როგორ ითვლის საარჩევნო სტატისტიკას. ივანიშვილის არჩევანია, მან ერთხელ უკვე იწვნია კრახი, როდესაც მეორე ტური იყო საპრეზიდენტო არჩევნებისის დროს და პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს მიულოცა, რადგან კობახიძე არწმუნებდა, რომ მეორე ტურის საჭიროება აღარ იყო“, - განაცხადა ბესელიამ.