რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა თბილისსა და რიგას შორის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს მიერ რეგულარული ავიამიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენის შემდეგ რიგა-თბილისის პირველი რეისი შეასრულა ავიაკომპანია airBaltic-ის თვითმფრინავმა. 20 აგვისტომდე რიგიდან თბილისში და პირიქით კვირაში თითო რეისი შესრულდება, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ 2-2. 8 აგვისტოდან რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება თბილისსა და პარიზს შორის. რეისებს კომპანია Air France-ი შეასრულებს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან აღდგა თბილისსა და მიუნხენს შორის. ამ მიმართულებით რესიებს ასრულებს ავიაკომპანია Lufthansa. სხვადასხვა მიმართულებით კომერციულ, ჩარტერულ ავიარეისებს განაგრძობს კომპანია Georgian Airways-ი. რაც შეეხება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეისების აღდგენას, 5 აგვისტოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ მისაღებია ძალიან დაბალანსებული გადაწყვეტილებები, მით უფრო, კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინში. კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვარი საქართველომ უპირობოდ გაუხსნა ჯერჯერობით მხოლოდ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს. მათ ორკვირიანი კრანტინი არ სჭირდებათ. ორკვირიან კარანტინს ექვემდებარებიან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები. კარანტინი სავალდებულო არ არის უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში საქმიანი ვიზიტით მიემგზავრებიან. ამასთან, მათ ორი კვირის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი ხარჯით უნდა ჩაიტარონ PCR-ტესტირება.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30768851.html #ახალი_ამბები #twitter