ახალი ჩვენება შაქარაშვილის საქმეზე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს გლდანის ციხეში ექსპერტიზა ჩაუტარდა. გარეგანი დათვალიერებით მას დაზიანებები არ აღენიშნება. ის ერთ-ერთია იმ 6 მოქალაქეს შორის, რომლებმაც დაღუპული ბოლოს ნახეს. პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროში ანა გაბეჩავას მეგობრები მარიამ ხატისკაცი და ლიზი ნადირაძე განმეორებით გამოკითხვაზე დაიბარეს. საპოლიციო უწყებამ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა, დადგინდეს დაზიანებები, რომელიც გიორგი შაქარაშვილს აქვს მიღებული, ხომ არ უკავშირდება ხიდიდან ვარდნას.